Робота для біженців з України
სტაჟირება - ლოჯისტიკისა და საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ლოჯისტიკისა და საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: USA Auto Parts
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
შპს "USA Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების საქართველოს ბაზარზე იმპორტი - რეალიზაცია და ავტოსერვისის მომსახურება.

ვაკანსია შეკვეთების განყოფილებაში: სტაჟირება ლოჯისტიკისა და საბაჟო ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის 30დ.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-19:00სთ;

სამუშაოს აღწერა:

** ლოჯისტიკის მართვა და თანამშრომლობა გადამზიდავ კომპანიებთან;
** საბაჟო დეკლარაციების მომზადება და კონტროლი;
** გაყიდვების სამუშაო პროგრამაში ინფორმაციის განთავსება, კერძოდ პროდუქციის სტატუსის შესახებ;
** სხვა საჭირო ინფორმაციების მოძიება კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური B2 დონე;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:

** სტაჟირების საწყისი ანაზღაურება 1000 ლარიდან - ზრდადი;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ltdusaautoparts@gmail.com.

ტელ.: 555 38 33 91
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე