Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სტრუქტურული ერთეული: ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტი
ექვემდებარება: მთავარ ბუღალტერს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** RS პორტალზე მუშაობა;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
** ERP (Microsoft Dynamics Navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
** გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 18 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: vacancy@icr.ge ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".

შ.პ.ს. "აი სი არ ტრეიდი" საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი დიდი და სტაბილური კომპანიაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.

დღეისათვის კორპორაცია მართავს 70-მდე მაღაზიას. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი. ჩვენ გთავაზობთ, დიდ, სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე