Робота для біженців з України
თარჯიმანი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თარჯიმანი
მომწოდებელი: 112
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" აცხადებს ვაკანსიას ოპერატიული მართვის სამმართველოს თარჯიმნის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებლის (აზერბაიჯანული ან/და სომხური ენა) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი.

ორგანიზაციის შესახებ:

შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის ამოცანებია:

** გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − "112"-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
** უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ცვლაში მუშაობა;
** შრომის ანაზღაურება: 1122 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის სხვადასხვა არხით მიღებული შეტყობინებების მიმღები ოპერატორის დახმარება ენობრივი ბარიერის დაძლევაში (სომხური ან/და აზერბაიჯანული).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** აზერბაიჯანული ან/და სომხური ენების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები: Microsoft Office Word - ცოდნის დონე კარგი.

უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირება;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** I ეტაპი -რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;
** III ეტაპი - ტესტირება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე - hr@112.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13/12/2024.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე