დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეპერსი
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.
დაკავებული თანამდებობა: საწყობის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების,
** შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება,
** საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა.
სამუშაო საათები - 9.00-18.00
ხელფასი - 1300 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com
ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს და WEB-გვერდს: https://www.meppers.com, https://www.facebook.com/meppersGeorgia/
|
|
|
|