Робота для біженців з України
დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: საათობრივი/ზეგანაკვეთური +10%/დღესასწაულზე ნამუშევარი +20%
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა

ძირითადი მოვალეობა:

** კერძების მომზადება შეფ-მზარეულის დირექტივების მიხედვით;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** ინვენტარიზაციის წარმოება

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "დამწყები მზარეული".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე