დასახელება:
კურიერი
|
მომწოდებელი:
DHL
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00);
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
** ჩამოსული ამანათების დახარისხება;
** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 18 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|
|
|
|