დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
ვაკო მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი დიასახლისის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.
ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.
თანამშრომელს დავახვედრებთ
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** დამატებით დასვენების დღეებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
** საოფისე ფართებისა და შესაბამისი ინვენტარის ყოველდღიური დალაგება/დასუფთავება;
** ოთახებისა და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება;
** სამზარეულოში წესრიგის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი საშუალებების (ქაღალდები, საპონი) შევსების უზრუნველყოფა;
** სარეცხი/სახეხი საშუალებების მარაგების კონტროლი და დეფიციტის შემთხვევაში ოფის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა;
** პუნქტუალობა.
დამატებითი ინფორმაცია
** ანაზღაურება: 1200 ლარი ნეტი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: დიასახლისი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|