Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601146&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ისი პარი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
კომპანია "ისი-პარი" 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები "ისი პარის" საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.

"ისი პარის" მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

"ისი პარის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "ისი პარი" გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. "ისი პარი" ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

http://www.iciparis.ge | https://www.linkedin.com/company/iciparis/

"ისი-პარი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და კომპანიის მიერ გამოსაცემი შიდა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი კუთხით შემოწმება;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** სამართლებრივად საპრეტენზიო და სადავო საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა;
** ვიტრინებთან, აბრებთან, მშენებლობასთან და ობიექტების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, მერიის არქიტექტურის, ქონების მართვის, კეთილმოწყობის და სხვა შესაბამის სამსახურებში;
** ქალაქ თბილისის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სხვა შესაბამის სამსახურებში წარმომადგენლობა, ხელშეკრულების და მსგავსი დოკუმენტების რეგისტრაცია, ცვლილება, ინფორმაციის გამოთხოვა;
** მონაწილეობა ტენდერებში, ხელშეკრულებების მომზადება - იჯარა, ბარტერი, რეკლამა, ბრენდები, ნასყიდობა, ქონების, ტვირთის, ავტომობილების და საქონლის მარაგების დაზღვევის ხელშეკრულებები და სხვა;
** პრეტენზიის, საჩივრის, თხოვნის და მსგავსი წერილების მომზადება;
** ხელშეკრულებების ინგლისურ ენაზე მომზადება და განხილვა;
** კომპანიასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება 3 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
** MS Office ცოდნა;
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური (მაღალ დონეზე)

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საბონუსე სისტემა
** ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
** შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
** ბრენდული საჩუქრები
** სამოტივაციო აქტივობები

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
** გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ "იურისტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 დეკემბერი, 2024 წ.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია