დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
MS Holding
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად.
"MS holding" გეძებს შენ იურისტის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს?
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის სამართლებრივი 9შიდა და გარე) დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება დამოუკიდებლად ან შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სამართლებრივი ანალიზი;
** კომპანიის მიერ თავისი საქმიანობის პროცესის, კანონთან შესაბამისობაში წარმართვის კუთხით, სხვადასხვა საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** სამართლებრივი პროცედურების შემუშავება და ინსტრუქციების შედგენა;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის თანამშრომლებისთვის;
** კომპანიის სახელით კონტრაქტორებთან ურთიერთობა სამართლებრივი კუთხით; ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების პროექტების ვიზირება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების ნოტარიულად დამოწმებისა და შესაბამის ორგანოებში რწმუნების საფუძველზე დარეგისტრირების პროცესებში მონაწილეობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო, სხვა სამუშაოების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|