Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601136&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად.

"MS holding" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სოციალური მედიის მენეჯერს.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, TikTok, Linkedin, Instagram) მართვა, განვითარება;
** ციფრული არხებისათვის საჭირო ფოტო-ვიდეოს გადაღება;
** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიასა და კონტენტ კალენდრის შექმნაში მონაწილეობის მიღება, მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად;
** განსაზღვრული კალენდრის მიხედვით სოციალურ ქსელში პოსტების განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა / შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია