Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 800-1200 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე)

პასუხისმგებლობები:

** შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობა RS.ge
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ხელფასების, ბონუსების აღრიცხვა
** დახარჯული მასალების ყოველთვიური ჩამოწერა
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, საბუღალტრო სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოწესრიგებულობა

ბენეფიტები:

** ფიტპასი;
** დაზღვევა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერ-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე