Робота для біженців з України
რესეფშენ-სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესეფშენ-სუპერვაიზერი
მომწოდებელი: კომუნალ ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიულიპროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

კომუნალ ჰოსფითალითი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რესეფშენ-სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის შემოსვლა/გასვლის სტანდარტული პროცედურის დაცვა/მართვა;
** ობიექტის ყველა განყოფილების მართვა როგორიც არის რესეფშენი, სამზარეულო, სერვისი, დასუფთავება თუ საინჟინრო მიმართულება;
** კომპანიაში მომუშავე თითოეული წევრის შედეგებზე დაკვირვება;
** რეზერვაციების საოპერაციო სისტემებში მუშაობა, დროული პასუხი: Couldbeds, Booking.com, Expedia, Tripadvisor, Resos;
** სოციალურ ქსელში კომუნიკაცია, დროული პასუხი: Instagram, Facebook, Google;
** დასუფთავების გუნდის მართვა/შემოწმება ოთახის სისუფთავის სტანდარტზე;
** რეგულარულად ობიექტის ტურის გაკეთება სისუფთავის, საინჟინრო ხარვეზებზე, დროული კომუნიკაცია შემსრულებელთან და პრობლემის დროული მოგვარების გზის პოვნა;
** საუზმის სერვისის გაწევა და გუნდის მართვა, შემოწმება და დარწმუნება სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა პროცესი;
** ობიექტის საოპერაციო სტანდარტების, ჩეკლისტებით ხელმძღვანელობა და მუშაობა - ობიექტის გახსნის, დახურვის, ინფორმაციის გადაბარების, დასუფთავების პროცედურის, საუზმის სტანდარტის და ა.შ;
** შემოსავლების მენეჯმენტის მიმართულებით საოპერაციო სამუშაოების შესრულება - კონკურენტების ყოველდღიური დაკვირვება ფასების ცვლილებაზე. 
** ყოველდღიური ფინანსური რეპორტის შედგენა;
** გუნდთან ყოველდღიური შეხვედრების დაგეგმვა;
** ყოველკვირეული შეხვედრების დაგეგმვა მენეჯმენტთან;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი: ჯავშნების მიღება, დადასტურება და ა.შ;
** სტუმრისთვის საჭირო დახმარების გაწევა
** პრობლემურ საკითხებზე სწრაფი რეაგირება;
** გუნდთან ერთად მაქსიმალური ჩართულობა ყველა საკითხში;
** საჩივრისა და პრობლემის არსების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირება;
** ახალი თანამშრომლების დატრენინგება;
** პროფესიონალური, მეგობრული და კარგი გარემოს შექმნა.
** მარაგების კონტროლი;
** აღწერების და ჩამოწერების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** HACCP - ის ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** ფრონტ ოფისში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენების ცოდნა
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით, (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: teona@communalcompany.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე