Робота для біженців з України
TikTok კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: TikTok კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: 22 გრადუსი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
მედია პლატფორმა "22 გრადუსის" ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას TikTok კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. აქ ყოველდღიურ რეჟიმში კონტენტ თიმთან ერთად შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი - 40 საათი კვირაში

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტ სტრატეგიის შექმნა და ბრეინსტორმინგებში აქტიური მონაწილეობა.
** სტრატეგიის მიხედვით, თითოეული ვიდეოს კონტენტის შედგენა და ვიდეო სკრიპტის მომზადება.
** პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები)
** გადაღების დროს ლოკაციაზე ყოფნა და გადაღების მეთვალყურეობა.
** მემონტაჟისთვის/გრაფიკოსისთვის მონტაჟის გაიდლაინის შექმნა და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება
** დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება.

საჭიროებები:

** აუცილებელია კონტენტ მენეჯერს გამოცდილება ჰქონდეს TikTok ვიდეოების მომზადებაში
** კარგად ესმოდეს TikTok-ის ტრენდები და სპეციფიკა
** მუდმივად ფიქრობდეს ჩამოყალიბებული მიმართულებების როგორც იდეურ, ისე კონცეპტუალურ განვითარებაზე.
** თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Slack/Trello)
** საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულები

ანაზღაურება (NET): 2300-3000

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/jdvAJd17HowRKhdS6
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე