Робота для біженців з України
უფროსი გაყიდვების აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გაყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: იტერა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"იტერა ჯგუფი" არის ციფრული სისტემების ინტეგრატორი კომპანია, რომელიც დაარსდა 2021 წელს. ჩვენ დამკვეთებს ვთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ ეხმარებათ ბიზნესს წარმატების მიღწევაში. ჩვენი გადაწყვეტილებები მოიცავს მონაცემთა მართვის ინფრასტრუქტურას, ქსელურ გადაწყვეტილებებს, მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურას, ინფორმაციულ უსაფრთხოებას, პროექტების მართვას და IT აუთსორსინგს.

კომპანია "იტერა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული
სამუშო ადგილი: აკაკი წერეთლის გამზირი #118, მე-9 პავილიონი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
დასვენება: შაბათი - კვირა

ფუნქცია/მოვალეობები

** წლიური/კვარტალური/თვიური გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად წლიური/კვარტალური/თვიური გაყიდვების გეგმების შესრულება
** დაქვემდებარებაში არსებული გუნდის მართვა, თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა
** ტექნიკურ დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია
** სამოქმედო გეგმების შედგენა გაყიდვების მიზნების მისაღწევად
** დისტრიბუტორებთან და ვენდორებთან პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
** საბაზრო ტენდენციების, კონკურენტთა აქტივობების და მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგი და ანალიზი
** პორტფელში არსებულ დაკვეთებთან მუდმივი კომუნიკაციის არხების შემუშავება და უწყვეტობის უზრუნველყოფა
** კომერციულ ღონისძიებების დაგეგმვა/აღსრულებაში მონაწილეობა
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული ანგარიშგების წარმოება
** მომწოდებლების ბაზრის ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში (B2B) მუშაობის გამოცდილება. IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@ig.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე