Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათი.
** ანაზღაურება: 1050 ლარი.
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქციები / პასუხისმგებლობები:

** დაასუფთაოს სასტუმროს ოთახები;
** დაიცვას სისუფთავის მაღალი სტანდარტები;
** მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია შიდა ტრენინგებისა და შინაგანაწესის მეშვეობით;

საჭირო უნარები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ. ნომერი: 598 381-745
ელ.ფოსტა: hr@ramadatbilisioldcity.com
მისამართი: ავლაბარი, წურწუმიას #14.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე