Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601088&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს ოპერაციების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
თუ გსურთ, დაეუფლოთ საინტერესო და პერსპექტიულ პროფესიას, "ჰაიდელბერგ ჯორჯია" გთავაზობთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას - ბიზნეს ოპერაციების მიმართულებით.

პოზიცია: ბიზნეს ოპერაციების კოორდინატორი

კომპანიის შესახებ

"ჰაიდელბერგ ჯორჯია" არის გლობალური ლიდერი კომპანიების "Heidelberger Druckmaschinen AG"-ისა და "RICOH"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ოპერირებს სასტამბო დანადგარების ინდუსტრიაში. მისი მთავარი საქმიანობაა საბეჭდი დანადგარებისა და მისი სახარჯი მასალების რეალიზაცია, ასევე დანადგარებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება სრულ განაკვეთზე ბიზნეს ოპერაციების კოორდინატორად. ძირითადი მოვალეობა იქნება ჩვენს მომწოდებლებთან და პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა. მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია და ასევე შემდეგი თვისებები და უნარების ქონა:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** Microsoft Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა

ბენეფიტები

"ჰაიდელბერგ ჯორჯიას" გააჩნია მთელი რიგი საინტერესო უპირატესობები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად.

** საქმის მრავალფეროვნება - ჩვენი კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, ფინეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ა.შ. შესაბამისად მუშაობის სტილი მათთან განსხვავებულია და საინტერესო. შეხება გექნებათ სხვადასხვა მომწოდებლებთან, კლიენტებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან.
** კარიერული წინსვლა - ეს პოზიცია გაძლევთ უნიკალურ ცოდნას, რათა განივითაროთ მენეჯერული უნარები და გახდეთ პროფესიონალი
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება - ანაზღაურება თავდაპირველად იქნება შეთანხმებით, შემდეგ განვითარებასთან ერთად მზარდი
** გლობალური კომპანიის გამოცდილება - იმუშავეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ინოვაციურ კომპანიებთან რომელიც მოგცემთ პლატფორმას, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოთ სწრაფად მზარდ ბაზარზე.

მისამართი: თბილისი, ვახტანგ ნინუას 3 (გოცირიძის მეტრო სადგურთან)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ 2024 წლის 31 დეკემბრამდე მისამართზე - vacancy@heidelberg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია