დასახელება:
სარეზიდენტო პროგრამა - რადიოლოგია
|
მომწოდებელი:
ჯეო ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაზე საექიმო სპეციალობაში - რადიოლოგია.
საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" ქსელში "უმცროსი ექიმის" პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.
პროგრამის ხელმძღვანელია ნიკოლოზ ონაშვილი.
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
** ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს;
** ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი - 151 და მეტი ქულა).
პროგრამაში ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - info@gh.ge.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
** ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** CV.
საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 5 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - (+995) 032 2 505 222
|
|
|
|