Робота для біженців з України
სარეზიდენტო პროგრამა - გადაუდებელი მედიცინა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზიდენტო პროგრამა - გადაუდებელი მედიცინა
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს მიღებას დიპლომის შემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაზე საექიმო სპეციალობაში - "გადაუდებელი მედიცინა".

საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" ქსელში უმცროსი ექიმის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.

პროგრამის ხელმძღვანელია კახა გზობავა.

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

** ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს;
** ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი - 151 და მეტი ქულა).

პროგრამაში ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - info@gh.ge.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
** ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• CV.

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 5 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - (+995) 032 2 505 222
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე