დასახელება:
სარეზიდენტო პროგრამა - ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
|
მომწოდებელი:
ჯეო ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს მიღებას დიპლომის შემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაზე საექიმო სპეციალობაში - "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია".
საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" ქსელში უმცროსი ექიმის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.
პროგრამის ხელმძღვანელია ნიკოლოზ ქარცივაძე.
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
** ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს;
** ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი - 151 და მეტი ქულა).
პროგრამაში ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - info@gh.ge.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
** ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** CV.
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 5 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995) 032 2 505 222
|
|
|
|