Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601070&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ინვივო ფარმა
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
შპს "ინვივო ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში.

"ინვივო ფარმა" 2016 წლიდან ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ქალთა ჯანმრთელობა და გინეკოლოგია.

"ინვივო ფარმა" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ მშვიდ სამუშაო გარემოში, ახალგაზრდა და დინამიურ გუნდში, სადაც მუდმივად ზრუნავენ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე.

"ინვივო ფარმა" გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას და ეფექტურ ბონუსურ სისტემას, რომელიც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორპორატიულ ნომერს, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას.

სამუშაო საათები: 10:00-დან 16:00 სთ-მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში და ფარმაცევტებთან;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის, ან ფარმაცევტული ფაკულტეტი;
** ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** თავდაჯერებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@invivo-pharma.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება!).

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებები!

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 იანვარი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია