Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601054&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

სამუშაო საათები: დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ცვლებში.

მოთხოვნები:

** სასურველია მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი

ხელფასი: 1500-დან 1900 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
Tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი (თბილისი)"

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია