Робота для біженців з України
ოპერაციების მართვის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მართვის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://thermocenter.ge/

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N145ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ვაკანტური პოზიციის სამსახურებრივი ამოცანები: კომპანიაში, საქონლის მიღება-შენახვა და გაცემის ოპერაციების გამართულობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სასაწყობო სივრცეების და მათში განთავსებული სასაქონლო მარაგების ეფექტიანი მართვა
** საქონლის მიღების, გაცემისა და ტრანსპორტირების პროცესის გამართვა
** საქონლის შენახვის პირობებისა და საწყობში უსაფრთხოების პირობების დაცვა
** საოპერაციო სააღრიცხვო პროგრამაში საქონლის სწორად აღრიცხვისა და მართვის უზრუნველყოფა
** საქონლის პერიოდული და საკონტროლო აღწერის ეფექტურად წარმოება
** მომარაგებისა და დისტრიბუციის ჯგუფის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური, სასურველია რუსული)
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებით ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერაციების მართვის ხელმძღვანელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე