Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კლიმატ პლუსი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "კლიმატ პლიუსი" აცხადებს ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"კლიმატ პლიუსი" 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, დასვენება ერთი დღე
ანაზღაურება: 800₾ + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და ცოდნა;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე 1climateplus@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე