Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601041&print=yes&view=jobs
 
ინტერიერის დიზაინის მენტორი/ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინის მენტორი/ლექტორი
მომწოდებელი: ნოვატორი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "ნოვატორი" აცხადებს ინტერიერის დიზაინის მენტორი/ლექტორის პოზიციაზე.

ლოკაცია: შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N68 (ადგილზე)
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ შესახებ:

ნოვატორი არის წამყვანი ციფრული პროფესიების სკოლა, სადაც ვასწავლით ისეთ პროფესიებს როგორიცაა: ციფრული კომპიუტერული მეცნიერებები და ციფრული მარკეტინგი. კურსი არის 1 წლიანი და მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ჩვენი მიზანია განვავითაროთ მომავალი ციფრული პროფესიონალები.

პოზიციის მიმოხილვა:

ვეძებთ გამოცდილ და ენთუზიაზმით სავსე ინტერიერის დიზაინის მენტორს, რომელიც გაუძღვება სალექციო კურსს, შეძლებს მართოს სტუდენტთა პროგრესი და მოახდინოს ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებთან და ტუტორებთან, მათი კარიერული განვითარების გზაზე. ეს პოზიცია იდეალურია იმ ადამიანისათვის, ვისაც აქვს ინტერიერის დიზაინის სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და სურს განვითარება მეგობრულ და დინამიურ გარემოში.

საკვანძო პასუხისმგებლობები:

** სალექციო კურსი: ჩაატაროს ინტერაქციული და ინფორმატიული ლექციები.
** სტუდენტების მართვა: მართოს სტუდენტთა პროგრესი.
** დავალებები და პროექტები: მისცეს პრაქტიკული დავალებები და პროექტები, მოახდინოს სწრაფი და ეფექტური უკუკავშირი.
** მენტორინგი: უპასუხოს სტუდენტების კითხვებს და მისცეს სწორი მიმართულება.
** კომუნიკაცია: უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია სტუდენტებთან და გუნდის წევრებთან.

ტექნიკური და პერსონალური უნარები:

** AutoCAD, SketchUp, Revit, Adobe Creative Suite ან მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
** სივრცის დაგეგმარება და დიზაინის ოპტიმიზაცია
** მასალების, ტექსტურებისა და ფერთა თეორიის ცოდნა.
** ნახაზების წაკითხვა და დიზაინის შესაბამისობა სამშენებლო კოდებთან.
** კონსტრუქციისა და ტექნიკური პროცესების ცოდნა
** ვიზუალიზაცია და რენდერინგი
** გამოცდილება პროგრამებთან, როგორიცაა 3ds Max, V-Ray ან მსგავსი
** ინტერიერის დიზაინის მინიმუმ 1 წლიანი სწავლების გამოცდილება ჯგუფთან.
** შესანიშნავი კომუნიკაციის და პერსონალური უნარები.
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები.

რატომ უნდა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს?

** გახდით მოქნილი და მეგობრული კულტურის მქონე კომპანიის ნაწილი.
** შეიტანეთ წვლილი მომავალი ციფრული პროფესიონალების განვითარებაში.
** მიიღეთ კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.
** მიიღეთ ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

თუ ენთუზიაზმით სავსე ხართ, გაქვთ სწავლებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გამოცდილება, დაგვიკავშირდით!

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Anna@novatori.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია