დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
kamkama.ge
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია "kamkama.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 03/01/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ბრენდის პოპულარიზაცია და პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის პერიოდული ანალიზი, პოტენციური კლიენტების გამოვლენა;
** კომპანიის გაყიდვების არხების (საცალო, სადილერო, კორპორატიული) კურირება;
** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა;
** ყოველთვიური გეგმის და სამოტივაციო სისტემის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ისა და საპრეზენტაციო პროგრამის);
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით;
** ანაზღაურების დიაპაზონი: 3000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი.
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ლანჩით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში);
** კორპორატიული ნომერი.
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსო ჯგუფის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
|
|
|
|