დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
|
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი
სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი (40%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2025-31.03.2028
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ადგილობრივი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
** პროექტის სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვა დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიიღება და დაარქივება;
** პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** დონორის მიერ დადგენილი ფორმით, რეგულარული ფინანსური ანგარიშების მომზადება და დროულად წარდგენა სათავო ოფისში;
** პროექტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** პროექტის საბუღალტრო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ პროექტებში/საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** დროისა და რესურსების ეფექტური მართვა;
** სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ორგანიზაციაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი და პროგრამაში მუშაობის მზაობა.
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში. ორგანიზაციის მიზანია ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების, ასევე, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე, სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jvari.cec@gmail.com 2024 წლის 16 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ბუღალტერი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com
|
|
|
|