Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი - ჯვარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრაციული ასისტენტი

სამუშაო ადგილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი
თანამშრომლის სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2025-31.03.2028

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება;
** პროექტის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და საკანცელარიო დოკუმენტების მოწესრიგება;
** შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება (ანგარიშები, გეგმები, ოქმები და სხვ.);
** ტენდერთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების დაგეგმვა-ორგანიზება (მათ შორის, ტენდერის გამოცხადება, განაცხადების მიღება, აღრიცხვა და სხვა).

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ასისტენტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზო ცოდნა (სასურველია);
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** წერითი უნარ-ჩვევების ფლობა.

ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

ჯვარის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში. ორგანიზაციის მიზანია ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების, ასევე, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე, სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jvari.cec@gmail.com 2024 წლის 16 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ადმინისტრაციული ასისტენტი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე