დასახელება:
სოციალური მუშაკი
|
მომწოდებელი:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
|
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: სოციალური მუშაკი
სამუშაო ადგილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 ადგილი
თითოეული თანამშრომლის სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2025-31.03.2028
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
საქმიანობის ძირითადი მიზანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი შვილების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემთხვევების მართვა;
** პროექტში ჩართულ ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
** ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და დაკავშირება;
** პროექტის სამიზნე ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;
** ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების განმავითარებელი ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ (ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) თანამშრომლობითი მიდგომებით შემთხვევის მართვა;
** პერსონალურ მონაცემთა სათანადოდ მართვა;
** პროექტის ბენეფიციარებთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა;
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა და სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში ან სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატი (აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
** ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალური მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სოციალური მუშაობის აკადემიური ხარისხის პრაქტიკის პერიოდი ჩაითვლება გამოცდილებად);
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
** პროფესიული ეთიკისა და ღირებულებების დაცვა.
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში. ორგანიზაციის მიზანია ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების, ასევე, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე, სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jvari.cec@gmail.com 2024 წლის 16 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "სოციალური მუშაკი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com
|
|
|
|