Робота для біженців з України
პროექტის კოორდინატორი - ჯვარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: პროექტის კოორდინატორი

სამუშაო ადგილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2025-31.03.2028

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მართვა
** პროექტის განხორციელების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა
** პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება დადგენილი ვადების გათვალისწინებით
** გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშების ანალიზი და პროექტის მიზნების შესრულების მონიტორინგი
** ორგანიზაციის შესაბამის თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობით, პროექტისა და ფინანსური რესურსების ადმინისტრირება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** პროექტის აქტივობების მონიტორინგი და შეფასება
** პროექტის ბიუჯეტით გაწეული ხარჯების მონიტორინგი
** პროექტის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშების მომზადება
** პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი გადამზადების კურსების გავლა და საჭიროების შემთხვევაში სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (უპირატესობა მიენიჭება სოციალური მუშაობის აკადემიურ ხარისხს)
** სოციალურ კეთილდღეობის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს გამოცდილებას), მენეჯმენტის კუთხით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება
** ფინანსური რესურსების ადმინისტრირების გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად გადაცემის/წარდგენის შესაძლებლობა
** სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

ჯვარის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში. ორგანიზაციის მიზანია ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების, ასევე, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე, მინიმუმ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jvari.cec@gmail.com 2024 წლის 16 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "პროექტის კოორდინატორი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე