Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601033&print=yes&view=jobs
 
დასაქმების სპეციალისტი - ჯვარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასაქმების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: დასაქმების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2025-31.03.2028

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეისწავლოს დასაქმების ბაზარი და გამოკვეთოს მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლა გააუმჯობესებს ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობებს.
** განსაზღვროს და შეაფასოს ბენეფიციართა შესაძლებლობები მათი განათლების, კვალიფიკაციისა და უკვე არსებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
** ბენეფიციარებს შეასწავლოს CV-ის/ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენა, განუვითაროს დამსაქმებელთან ინტერვიუზე თავის წარდგენის უნარ-ჩვევები.
** პროექტის ბენეფიციარებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები.
** დასაქმების საკითხებზე ბენეფიციარებს ჩაუტაროს სხვადასხვა სახის ტრენინგები.
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებში.
** ითანამშრომლოს სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიული სწავლების ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით.
** მოიძიოს გამოცხადებული ვაკანსიები და უშუამდგომლოს ბენეფიციარებს დამსაქმებლებთან.
** დაეხმაროს ბენეფიციარებს მედიის საშუალებით სხვადასხვა განცხადების გამოქვეყნებაში.
** მუდმივად მოიძიოს/მიიღოს ინფორმაცია დასაქმების კუთხით არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
** დააორგანიზოს ბენეფიციარი ოჯახების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებები.
** უზრუნველყოს სამომავლო სამუშო გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის და/ან ეკონომიკის სფეროში
** დასაქმების კუთხით, ოჯახებთან მუშაობის სასურველია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები.

ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

ჯვრის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში. ორგანიზაციის მიზანია ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების, ასევე, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების განხორციელება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე, სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jvari.cec@gmail.com 2024 წლის 16 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "დასაქმების კონსულტანტი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია