Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601028&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული მოდის ბრენდი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ქართული მოდის ბრენდი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** განვითარების შესაძლებლობა;

რისი გაკეთება მოგიწევს:

** სოციალური მედიის მარკეტინგი: სოციალური მედიის სტრატეგიების მართვა და შემუშავება. კონტენტის დაგეგმვა;
** ელფოსტის მარკეტინგი;
** ვებსაიტის მენეჯმენტი, SEO/SEM;
** კომპანიის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შედგენაში, ბიუჯეტის განსაზღვრასა და აღსრულება-მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და შესაბამისი კამპანიების შემუშავება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების მართვა;
** განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად, კონტენტისა და სარეკლამო ვიზუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება;

ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ტანისამოსის შექმნა და გაყიდვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება (სოციალური მედია, SEO/SEM, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი, კონტენტის მენეჯმენტი);
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** გამოცდილება ვებ ანალიტიკაში;
** ROl/KPI-ების გაზომვის უნარი;
** მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@psychedelicoverdose.com. წერილის სათაურში მიუთითეთ "ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია