Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=601024&print=yes&view=jobs
 
ონლაინ გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: dailyshop.ge
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ონლაინ მაღაზია "dailyshop.ge" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების ოპერატორზე

მოკლედ კომპანიის შესახებ: ტექნიკისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზია "dailyshop.ge" სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის ტექნიკასა და აქსესუარებს, მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით

სამუშაო პირობები: არასტანდარტული გრაფიკი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირა დასვენება.
ანაზღაურება: გამომუშავებით, 2000+
ადგილმდებარეობა: დისტანციური, შეგიძლიათ სახლიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან მუშაობა სადაც გაქვთ ინტერნეტთან წვდომა

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ტექნიკის სფეროში ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ჩატში კომუნიკაცია და გაყიდვების წარმოება
** მომხმარებელთან ტელეფონით დაკავშირება და დეტალების დაზუსტება
** შეკვეთის გაფორმების შემდეგ მომხმარებლის მონაცემების ბაზაში შეტანა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: edvardberulava99@gmail.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "დისტანციური ოპერატორის" პოზიციაზე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599188544

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია