Робота для біженців з України
პოს კოორდინატორო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოს კოორდინატორო
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს კოორდინატორს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 (1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** პროგრამაში შემოსული დავალებების გაფილტვრა და დანიშვნა ტექნიკოსებზე;
** დახურული დავალებების გადამოწმება და პროგრამულად დახურვა;
** მონაწილეობის მიღება სხვა სამუშაოებსა და პროექტებში რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან;
** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს კოორდინატორი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე