დასახელება:
უსაფრთხოებს სამსახურის ცვლის უფროსი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის იანვარში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის.
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებს სამსახურის ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** არსებული მატერიალურ-ტექნიკური სხვა ნებისმიერი სახის ზარალის დადგომის აღკვეთა;
** ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
** დარღვევების შესახებ რეპორტის მომზადება
** თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
** პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ: დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
** უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივი კონტროლი;
** ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
** უზრუნველყოს სამუშაო საათებში, ცვლაში მყოფი უსაფრთხოების თანამშრომლების წესრიგი;
** აწარმოოს ცვლაში მყოფი თანამშრომლების გრაფიკისა და ყველა დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან;
** ზედმიწევნით შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები;
უსაფრთხოების ნორმების დაცვა:
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა და დაცვა;
** ცეცხლსაშიშ აღჭურვილობებთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
** ყველა აღჭურვილობის ფრთხილი და სათანადო მოპყრობა;
** მუშაობისას კანონით დადგენილი წესების დაცვა.
კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: თვეში 15 სამუშაო დღე, 12 საათიანი გრაფიკით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: veriko.basilaia@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 დეკემბერი
|
|
|
|