Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 და 15:00-24:00 სთ
** დასვენების დღეები :კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 850-1000₾ + ბონუსი (დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18 წლიდან
** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 66 40.

ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე