დასახელება:
ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
EGT Georgia
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
კომპანია EGT Georgia აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: უმაღლესი განათლება
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
** შემომავალი ზარების საჭიროების მიხედვით გადამისამართება/გადანაწილება.
** სპეციალურ პროგრამაში ზარების რეგისტრაცია.
** სპეციალურ პროგრამაში კლიენტებისგან მოთხოვნილი სერვისების რეგისტრაცია.
** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა.
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, კლიენტთა მომსახურების სფეროში.
** მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook).
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. (წერა და საუბარი)
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ლოგიკური აზროვნების უნარი.
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტი".
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|