Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების ინჟინერი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
სასტუმრო Glarros OldTown-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 75 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.

ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

Glarros Old Town ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს http://www.glarros.com

A Good Place to Be

Managed by HSC Group
http://www.hscgroup.ge

სასტუმრო Glarros OldTown აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (24 სთ 4 დღეში ერთხელ)
ანაზღაურება: 1000 (დაზღვევა, კვება)

ზოგადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება (სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** სამუშაოს პროფესიონალურად შესრულების უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სანდო პიროვნება
** დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით)
** პუნქტუალურობა

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** დაიცვას სისტემების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურები
** უზრუნველყოს დანადგარების, ტექნიკის და სისტემების პროფილაქტიკური მოვლა.
** განსაზღვროს დეფექტები, პრობლემური დარღვევები, მიიღოს მაკორექტირებელი ქმედებები, მოახდინოს რეაგირება პრობლემასთან დაკავშირებულ ყველა ზარზე.
** ფუნქციიდან გამომდინარე შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებები.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება მთავარი ინჟინერის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სასტუმროს მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კონკურსის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სასტუმროს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: hr@glarros.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე