Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600846&print=yes&view=jobs
 
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

"ასორტი ვერეს" საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული.

კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

"ასორტში" შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი/10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: 1800 - 2000
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/Fitpass-ით სარგებლობა/კარიერული განვითარება

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრალურ საწარმოსა და ფილიალებში ყოველდღიურად დამზადებული პროდუქციის წარმოების ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი;
** გაყიდვების, შიდა გადაზიდვების, ჩამოწერების ყოველდღიური ოპერაციების გადამოწმება პროგრამულად და შესაბამისი ოპერაციის განხორციელება და დოკუმენტაციის მომზადება;
** ყოველი კვირის/თვის ბოლოს, ყველა არსებული საწყობის ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთების პროგრამაში შედარება/ასახვა და კონტროლი;
** თვის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შეჯამების შედეგად დანაკლისის გამოვლენა;
** კომპანიაში არსებული ახალი პროდუქციის შექმნა პროგრამულად, კალკულაციის გაწერა, არსებული პროდუქციის კალკულაციის განახლება/კონტროლი, ტესტირებისას გახარჯული ნედლეულის ჩამოწერა;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** რეალიზაციის სისწორის გადამოწმება (ფასები, რაოდენობები);
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს პოზიციის სპეციფიკიდან, კომპანიაში დადგენილი შიდა რეგულაციების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება - 1 წელი;
** აუცილებელია FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ACCA-ს საფეხურების გავლა ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია კვების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია EXCEL ცოდნა

პიროვნული თვისებები/უნარები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ " "წარმოების ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია