Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"VR Holding" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი "რესორტ რეზიდენსია", რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.

კრწანისი "რესორტ რეზიდენსი" არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:00 საათამდე
შაბათი:10:00 დან 14:00 მდე
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7

კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიის ელექტრო ენერგიით მომარაგების და რეგულირების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული ელექტრო კვანძების და ძირითადი ელექტრო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო გამანაწილებელი კარადების შემოწმება/მომსახურება;
** კომპანიის დანადგარების ელექტრო კვანძების შემოწმება/მომსახურება;
** კომპანიის ტერიტორიაზე არსებული განათების, ელ.ძრავების მეთვალყურეობა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო სისტემების დაყენება, შეკეთება;
** ელექტრო მოწყობილობების ეფექტური ფუნქციონირების და დროული შეკეთების უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** დაზიანებებისა და ავარიის ანალიზი და აღმოფხვრა;
** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო დანადგარების, საკაბელო სისტემების, სატრანსფორმატორო პუნქტების, ძალოვანი კარადების პროფილაქტიკური შემოვლა/დათვალიერება;
** ავარიული სიტუაციების დროული აღმოფხვრა;
** ელექტრო გაყვანილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხარვეზების გამოვლების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა შემძლებლობისამებრ და მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ხელმძღვანელს ანგარიში კომპანიაში არსებული ელექტრომომარაგების და ელექტრო სისტემების მდგომარეობის შესახებ;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობა;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიცირების მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სახანძრო სისტემებთან სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2025 წლის 3 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ელექტრიკოსი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე