Робота для біженців з України
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი - CRM
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი - CRM
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"VR HOLDING" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის-CRM პოზიციაზე:

"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.

"კრწანისი რესორტ რეზიდენსი" არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** მაცხოვრებლისთვის ბინის გასაღების ჩაბარება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** მაცხოვრებლის მოთხოვნით მიმდინარე პროექტში ვიზიტის დაგეგმვა;
** მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებთან სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარება;
** მაცხოვრებლებისგან შემოსული ზარებისა და შეტყობინებების პასუხი;
** დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებთან ყოველთვიური მომსახურების გადახდაზე ინფორმაციის გაგზავნა და შესაბამისი უკუკავშირი;
** მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებისაგან მიღებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა შესაბამისი დეპარტამენტებისათვის;
** მაცხოვრებლებისგან მიღებული კორესპონდენციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (წერითი; ვერბალური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 3 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი - CRM

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის

მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე