Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600827&print=yes&view=jobs
 
საწყობის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 37 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის განთავსების და შენახვის ორგანიზება;
** შეკვეთის მომზადება და ქსელში სარეალიზაციოდ გაშვება;
** სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** საწყობებში სასაქონლო მარაგების მიღებისა და გაცემის დოკუმენტაციის წარმოება და მკაცრი მონიტორინგი;
** საწყობის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში არსებული ვადებით პროდუქციის მართვა/ჩამოწერა/რეალიზაციის პროცესის ორგანიზება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** შრომის მოყვარეობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "საწყობის ხელმძღვანელი" და ქალაქი "ბათუმი" წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია