Робота для біженців з України
კაფეს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფეს მენეჯერი
მომწოდებელი: ჯსთ მარკეტი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
შპს "ჯსთ მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას კაფეს მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N41
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კაფეს სამუშაო პროცესის მართვა
** კაფეს ვიზუალური იერსახის და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება
** სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის/ღირებულების ცოდნა
** გაყიდვების თვის/კვარტლის გეგმის შესრულების მონიტორინგი
** თანამშრომლის პერმანენტული ინფორმირება აქციების, ფასთა ცვლილების შესახებ
** აღწერების ჯგუფთან ერთად კაფეს სასაქონლო ნაშთის/ძირითადების აღწერების შედეგების განხილვა/ანალიზი
** კაფეს სალარო ოპერაციების შესრულება/მონიტორინგი
** ცვლის გადაბარების/დახურვის სწორი უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა, ადგილობრივი ტრენინგების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ტრენინგების მოთხოვნის უზრუნველყოფა
** თანამშრომლების შვებულების, შესვენებების გრაფიკების, სამუშაო საათების მონიტორინგი
** სამეურნეო და ჰიგიენური ნივთების შესყიდვა
** ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** სასურველია რუსულის ან ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე, ენერგიული, პუნქტუალური
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ჯსთ რითეილის" მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება შპს "ჯსთ რითეილის" აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე