Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიასიბი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და შესაბამისად გადამისამართება;
** საოფისე/სასაწყობე მარაგების მართვა.
** შესყიდვების კონტროლი
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება.
** დოკუმენტაციის მომზადება - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა
** ოფიციალური მიმოწერის წარმართვა
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office)
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** შაბათი-კვირა დასვენების დღეები.
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი და აეროპორტი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: info@georgiacb.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე