Робота для біженців з України
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინვენტარიზაციების (ყველა სახის აქტივის) სწორად ჩატარება;
** ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება;
** ინვენტარიზაციის დოკუმენტაციის წარმოება და შედეგების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების/აქტების დამუშავება/შემოწმება/დაარქივება/პროგრამაში გატარება;
** შიდა გადაზიდვის მანქანების ტვირთის გაკონტროლება და ხარვეზების დაფიქსირება;
** შეთანხმებული პერიოდის ფარგლებში შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა რელევანტური ოპერაციების შესრულება.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** ტესტირება Excel-ში;
** გასაუბრება

ჩვენ ვითხოვთ:

** პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას;
** მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
** MS Office ცოდნას სამუშაო დონეზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 20 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე