Робота для біженців з України
მთავარი ტექნიკოსის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ტექნიკოსის დამხმარე
მომწოდებელი: RIDGID GLOBAL
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"RIDGID GLOBAL" წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური ინდუსტრიის პიონერს, რომელსაც სურს ამერიკული ხარისხი დაამკვიდროს ქართულ რეალობაში.

მოცემულ ეტაპზე გამომდინარე კომპანიის ზრდის სწრაფი ტემპებიდან და მაღალი საბაზრო მოთხოვნიდან, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დაასაქმოს მოტივირებული და ტექნიკური აზროვნების მქონე ახალგაზრდები მთავარი ტექნიკოსის დამხმარის პოზიციაზე.

მის მოვალეობაში უნდა შედიოდეს:

** მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის საინსტალაციო პროცესში მთავარი ტექნიკოსის დახმარება, ინვენტარის მონიტორინგი და ა.შ.
** ამასთან მათ მოვალეობაში არ შედის ტექნიკის დამოუკიდებლად ინსტალაცია, არამედ მხოლოდ პროცესში დახმარება, თუმცა სურვილისა და ათვისების
** შესაბამისად ამ კუთხითაც მიიღებენ ცოდნა/გამოცდილებას.

კომპანია სრულად უზრუნველყოფს დამხმარეების ტრენინგს, კომპეტენციის ამაღლებასა და ყველა საჭირო საინფორმაციო/მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია საქმის მაღალი ხარისხით შესრულებისათვის.

ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატს სასურველია ჰქონდეს:

** პრაქტიკა სარემონტო, ტექნიკურ სამუშაოებზე რაიმე ტიპით მონაწილეობის
** ჰქონდეს მინიმალური გამოცდილება ან სურვილი შეძლოს სანტექნიკური და ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება
** შეეძლოს სრული სამუშაო განაკვეთით კომპანიაში საქმიანობა
** სავალდებულოა B კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობის ქონა

ტექნიკოსის დამხმარის მოვალეობებში შედის:

** საყოფაცხოვრებო ტექნიკის საინსტალაციო პროცესის წარმართვა მთავარ ტექნიკოსთან ერთად
** ინსტალაციისათვის გამოყოფილი ინვენტარის მოფრთხილება

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1400+ გამომდინარე შესრულებული საქმიანობისა და კომპეტენციიდან

დასაქმებიდან ოთხი თვის შემდგომ ანაზღაურების ზრდა შესრულებული საქმიანობის შესაბამისად

განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი: 9:30-18:30
ლოკაცია: თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: ridgidglobal@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე