დასახელება:
ღამის ცვლის ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
იბისი თბილისი ორთაჭალა
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო "ibis Tbilisi Ortachala" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ავეჯის, ტექნიკის და ელექტრო მოწყობილობის, მაგ.: ტელევიზორების, მაცივრების და განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მცირე ტექნიკის, სამზარეულოს აღჭურვილობის, სამრეცხაო მოწყობილობების, ქვაბების, ხელის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ზოგადი სანტექნიკის სისტემებისა და მოწყობილობების როგორიცაა მილების, ტუალეტები, ნიჟარები, სამზარეულო და სამრეცხაო ტექნიკა და ა.შ. ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკოსი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi Ortachala" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|