დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის კომერციული სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ამუსნეტ ინტერაქტივ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
საერთაშორისო კომპანია შპს "ამუსნეტ ინტერაქტივ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის კომერციული სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება/განხორციელება მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად;
** კონკურენტების და ბაზრის კვლევა, კვლევაზე დაყრდნობით შემდგომი ანალიზის მომზადება როგორც არსებული პროდუქტების გაუმჯობესების, ასევე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
** მარკეტინგული კვლევების ჩატარება პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის და ახალი შესაძლებლობების განვითარების მიზნით;
** საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება სათამაშო ბიზნესის სფეროში;
** კომპანიის არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** კლიენტების ინფორმირება კომპანიის ყველა პროდუქტის შესახებ გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომპანიის პროდუქტების პოზიციონირების კვლევა და მონიტორინგი პროდუქტის უკეთესად წარდგენის მიზნით;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესში, პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების მიმართულებით;
** CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** B2B კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (Pivot, Dashboard, Power BI, Word, Visio, Power Point);
** Jira & Confluence პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს სამართლებრივი აქტებისა და სათამაშო ბიზნესის დებულებების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი;
** როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორაციული ნომერი და ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@amusnet.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მომხმარებელთან ურთიერთობის კომერციული სპეციალისტი".
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|