Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600733&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Urbantails
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
ზოომაღაზიათა ქსელი "Urbantails" - "ჰოლდინგ.ჯი"-ს დიდი ოჯახის წევრი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას - წარმოება, აგრო-განვითარება, სტუმართმოყვარეობა, ტურიზმი, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა და ლოგისტიკა ეძებს გუნდის წევრს კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-17:00სთ;

ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამისი კატეგორიის მართვა, ასორტიმენტის შერჩევა;
** ასორტიმენტის განსაზღვრა სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება და კომერციული პირობების შეთანხმება;
** გასაყიდი ფასის და მარჟის კონტროლი;
** მომწოდებლებთან ყოველდღიური კონტაქტი, პრობლემური საკითხების გამოყოფა და გადაჭრა;
** სააქციო კატალოგის დაგეგმვა და მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის განლაგების (პლანოგრამების) დაგეგმვა და მონიტორინგი (თვეში ერთხელ და/ან საჭიროებიდან გამომდინარე)
** გაყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზის შედეგების დამუშავება;
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების კალკულაცია;
** ასორტიმენტიდან ამოსაღები პროდუქციის შესახებ რეპორტის მომზადება;
** კონკურენტების/ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება რითეილის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია მოთხოვნა - "გიყვარდეთ ცხოველები".

უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: joinus@urbantails.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31/12/2024

წარმატებებს გისურვებთ!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბანთეილსის" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე joinus@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია