დასახელება:
ღონისძიებების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
1. ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება:
** უნივერსიტეტის ღონისძიებების (მაგ., კონფერენციები, სემინარები, სტუდენტური აქტივობები, საგანმანათლებლო პროგრამები) დაგეგმვა და მართვა.
** ღონისძიების კალენდრის შედგენა და ყოველწლიური ღონისძიებების გეგმის შემუშავება.
** ღონისძიების მიზნის, ფორმატის და მასშტაბის განსაზღვრა.
2. ფინანსური მართვა და ბიუჯეტის კონტროლი:
ღონისძიებებისთვის ბიუჯეტის შედგენა და მის შესრულებაზე კონტროლი.
ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების მართვა.
3. კომუნიკაცია და კოორდინაცია:
უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია.
ღონისძიებისთვის საჭირო პარტნიორების, სპონსორების და მომწოდებლების მოძიება და მათთან თანამშრომლობა.
ღონისძიების მონაწილეებთან წინასწარი შეთანხმება და კომუნიკაცია.
4. ლოგისტიკა და საორგანიზაციო საკითხები:
** ღონისძიებისთვის საჭირო სივრცეების, ტექნიკის და სხვა მატერიალური რესურსების უზრუნველყოფა.
** ტრანსპორტის და კვების საკითხების დაგეგმვა.
** მონაწილეთა რეგისტრაციის ორგანიზება და ლოჯისტიკის მართვა.
5. მარკეტინგი და კომუნიკაცია:
ხელმძღვანელის დავალებით ღონისძიების პოპულარიზაციის (სარეკლამო მიმართულებით) მონიტორინგი ღონისძიების მიმდინარეობისას.
6. გუნდის მართვა და მონიტორინგი:
** ღონისძიების გუნდის შერჩევა, მათ შორის მოხალისეების და სტუდენტების ჩართულობის ორგანიზება.
** გუნდის წევრებისთვის დავალებების განაწილება და მათი შესრულების მონიტორინგი.
** მოულოდნელი სიტუაციების მართვა და პრობლემების გადაჭრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ქართულ და ინგლისურ ენებე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|