Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600710&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 50 პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ უსაფრთხოების ადმინისტრატორი და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სტუმრების დახვედრა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
** ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** ოფისის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია